Wednesday, October 31, 2012

გაკვეთილზე ვიჯექი როცა წვიმა დაიწყო

    გაკვეთილზე ვიჯექი,უცებ ცა მოიქუფრა თითქოს პირი შეკრა. ბრდღვიალა მზე არსად ჩანს. ნეტავ ამოსვლა ხო არ დაავიწყდა?!
გადაიქუხა,განათდა არემარე და დაუშინა წვიმამ. წვიმა ძალიან ხშირად ასოცირდება სევდასთან. ვიცი, ამ დროს ბევრს უყვარს მარტოობა და ფიქრი მე კი პირიქით. წვიმის წვეთები თითქოს ჩემ სულს ეცემოდა. ლოგინიდან ახალამდგარი, ჯერ კიდევ მთვლემარე, ერთბაშად გამომაცოცხლა. წვიმის წვეთები მუსიკის რიტმებივით ჩამესმოდა. ათასი ფიქრი ამეკვიატა.წვიმა ხომ ციდან მოდის, იქნებ უფალამა გამოაგზავნა დაღლილი დაქანცული ჩემი ხალხის გამოსაფხიზებლადო? ნეტა, რა დააბარა დედამიწის სტუმარს, ჩვენს ცოდვილ ადამიანებთან? უცებ  თავში ყველაფერი ამერია და აი. მაშინ მივედი სწორ პასუხამდე- უფალი სიკეთეა, უფალი სიყვარულია. ცუდს არაფერს დააბარებდა.
წვიმას ხო მადლი მოაქვს. მას აქვს უნარი,სიცოცხლე დაუბრუნოს მომაკვდავ არემარეს. განაახლოს დარწყლული მცენარეები. ის არემარეს ცასა და მიწას. დიახ ისევ ადამიანების სასიკეთოდ.
ფიქრებიდან ვიღაცის ხმამ გამომიყვანა ავიხედე ცაზე და უკვე გადაეღო.მზეც გამოჩნდა. გამოიდარა.
                                                                                           ავტორი: ხატია მამულია

No comments:

Post a Comment