Wednesday, October 31, 2012

ილიას ნატერფალზე

თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით,თუ როგორ ვემზადებოდი ექსკურსიაზე წასასვლელად,ან როგორ გავიღვიძე და ა.შ. მე მინდა ყველაზე მთავარი თემით დავიწყო: მე ილია ვნახე! ილია ვნახე არა პირდაპირი გაგებით.მე ვიყავი ამ გენიოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილიას სახლში.
    მე ამ სახლის ზღურბლს რომ გადავაბიჯე,ილია ვიგრძენი! ამ ადამიანის სახე,ხმა და პატრიოტიზმი სახლში მდებარე თითოეულ ნივთში საათში,საფერბლესა თუ მაგიდაში იკითხებოდა.შეიძლება მე იმ პერიოდში ვერც ვაცნობიერებდი თუ სად ვიდექი მაგრამ ახლა ნამდვილად ვხვდები.აქ ხომ საქართველოს ყველა დროის გმირის ნასახლარია! აქ ერთ დროს თავად ეს ბუმბერაზი პიროვნება დადიოდა და ახლა კი მე ვდგავარ მის ნატერფალზე.
     ილია ჭავჭავაძე სულ,მთელი თავის ცხოვრება საქართველოს გვერდით იდგა და იბრძოდა მისთვის მისი სული დღემდე ჩვენთანაა.დღემდე წინ უძღვის ქართველ ერს და ზრუნავს მასზე,რომ არ დაეცეს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და არ ჩაიხრჩოს ამ ქვეყნიური ცოდვების მორევში.ვინ იცის,იქნებ ის ახლა,როცა მე ამ ყველაფერს ვწერ თავს დამტრიალებს და ამაყობს ჩემით. შეიძლება მე ამ სიტყვებით ბევრს ვითხოვ,მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ასეა !
                                                                                                       ავტორი:მამუკა ენუქიძე

No comments:

Post a Comment