Wednesday, October 31, 2012

გაკვეთილზე ვიჯექი როცა წვიმა დაიწყო.

ხუთშაბათი ცხრას უკლია ოცი წუთი.რუსულის გაკვეთილზე ვზივარ,მცივა,ფეხები მეყინება თან გაკვეთილში ვარ ჩართული.მასწავლებელი დავალებას ამოწმებს და ნიშნებსაც წერს.
 უეცრად დაიწყო წვიმა,ჭექა ქუხილი.ამ ყველაფერმა ფიქრებში გამიტაცა.მივდიოდი წვიმაში ჭყაპა–ჭყუპით მაგრამ სად არ ვიცოდი.კაცი შვილის ჭაჭანება არ იყო ირგვლივ,რომ მიმოვიხედებოდი მხოლოდ ხეები და წვიმის წვეთები წინწკლავდა.
 გალუმპული თმებ ჩამოფხუტული და შარვალ მოლართხული მივიწეოდი წინ. არანაირი შეფერხება არანაირი ხმაური არ იყო.ზევით ავხედე ცას და უკუნითის სიბნელე მოდიოდა ამასთან ერთად ელვა ანათებდა.შემეშინდა ფეხს ავუჩქარე.ყოველ ორ ნაბიჯში ელვა ანათებდა.განა სასწაული არ არი სიჩუმიდან ხმაურში გადავიდა საზარელი წვიმა.ელვას ნათებამ მოუკლო მაგრამ,წვიმამ არა.ხუთი წუთის შემდეგ თითქოს რაღაც დავინახე,კარგად დავაკვირდი და ვიღაც ფეხშიშველი მირბოდა შეუსვენებლად,მეც გავიქეცი და ძლივს მივეწიე,ქალი იყო გრძელთმებიანი სველი.ვეძახე,ვეძახე მაგრამ არ შემობრუნდა.ხელი დავადე და რომ უნდა შემომებრუნებინა მასწავლებელმა მითხრა საბა თუ შეიძლება დავალება მანახეთ ვანახე და ძალიან მოეწონა.ათიანი დამიწერა,ძალიან გამიხარდა მაგრამ ერთი რამ მართლაც მეწყინა,ის რომ ვერ გავიგე ვინ იყო ის ფეხშიშველი ქალი რომელიც კოკისპირულ წვიმაში დავინახე.
                                                                       ავტორი:საბა ბერეკაშვილი

No comments:

Post a Comment